The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



გიორგი ძიძარია

გიორგი ძიძარია
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1988  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ლიხნი, გუდაუთის რაიონი.

 დაამთავრა მოსკოვის ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის სახელმწიფო ინსტიტუტი 1939 წელს.

ამავე წლიდან მუშაობა დაიწყო აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1953-1957წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1966 წლიდან დირექტორი; 1939 წლიდან კითხულობდა ლექციებს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1957-1966წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; ამავე პერიოდში კითხულობდა აფხაზეთის ისტორიის ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1979 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ კითხულობდა XIX-XX სს. აფხაზეთის ისტორიის ლექციების კურსს; ხელმძღვანელობდა სსრკ ისტორიის კათედრის ფილიალს. ძირითადად იკვლევდა აფხაზეთის, აგრეთვე საქართველოსა და კავკასიის XIX-XX სს. ისტორიას. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი(1946), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1958), სსრკ ისტორიის კათედრის პროფესორი(1960). 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის 23 წიგნი და ბროშურა. აფხაზი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 277;

          http://mkra.org/deyatel/174/1053/

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-1988)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - აფხაზეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: