The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ტოგონიძე

ჯონდო ტოგონიძე
დაბადების თარიღი:1947  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1970 წელს.

1978 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურულ ფაკულტეტზე; 1996 წლიდან საპროექტო ინსტიტუტის "თბილსახავტოგზაპროექტის" დირექტორია. მისი შრომები ეხება ფილებისა და გარსების თეორიას; არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი გამოგონების ავტორი; ინჟინერ–მშენებელი, ტექნიკურ  მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.534; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.527; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.136

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სოფელ აღაიანის შემოსასვლელი გზის მშენებლობის დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, თავდადებული და ნაყოფიერი შრომისათვის

გააზიარე: