The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბუტა მღებრიშვილი

ბუტა მღებრიშვილი
ოფიციალური სახელი:მერაბ მღებრიშვილი
დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:2001  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1956 წელს.

1960 წელს იყო თბილისის გაზმომარაგების პროექტის მთავარი ინჟინერი, შემდეგ – ინჟმშენის სამმართველოს უფროსი; 1973–1979წწ. საქართველოს საბინაო–კომუნალური მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1984 წელს აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; 1992 წლიდან – თბილისის მერის პირველ მოადგილედ; ამავე წელს დაინიშნა თბილისის მუნიციპალიტეტის პრემიერის მოადგილედ, 1995 წელს თბილისის საბინაო–კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. 1997 წლიდან გარდაცვალებამდე იყო შპს "თბილწყალის" დირექტორი, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.538

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რესპუბლიკის სამეცნიერო ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე
  • საკავშირო საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1998-)

გააზიარე: