The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ წერეთელი

ოთარ წერეთელი
Date of birth:22 November, 1926
Date of death:30 April, 1991  (at 64 years)
Category:Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1949 წელს.

1950-1953წწ. თბილისის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1953-1956წწ. საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ლექტორი; 1956-1957წწ. ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1957-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1960-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მათემატიკისა და მექანიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი; 1966-1991წწ. ხელმძღვანელობდა სამეცნიორო სემინარს "ფუნქციათა თეორია"; 1985-1991წწ. ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყოფილების გამგე. ო. წერეთელის სამეცნიერო ინტერესებს განეკუთვნებოდა ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, აბსტრაქტული ჰარმონიული ანალიზი, ზომის თეორია. ო. წერეთელის მიერ შემოღებულ იქნა Zp კლასები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მის მიერ შექმნილ ფუნქციათა მეტრიკულ თეორიაში. მან ფუნდამენტური შედეგები მიიღო შემდეგ საკითხებში: შეუღლებული და ჰარდი-ლიტვულდის მაქსიმალური ფუნქციების მეტრიკული თვისებები, შიდა ანალიზური ფუნქციების თვისებები, ბორელის არაუარყოფითი ზომის ჰილბერტის გარდაქმნის განაწილების ფუნქციები, ფურიეს მწკრივთა უპირობოდ კრებადობა, A-ინტეგრალი და ფურიე (A) მწკრივი, და სხვა. მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია 44 სამეცნიერო ნაშრომში, როგორც სამამული ისე საზღვარგარეთის რეიტინგულ ჟურნალებში. მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1946), მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1982).

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-1991)

Awards and Honors

  • 1988 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Share: