The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ წილოსანი

ზურაბ წილოსანი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1990  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1945 წელს.

1946 წლიდან მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში; 1954 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბეტონის ფიზიკურ-ქიმიური მექანიკის განყოფილების გამგე; 1959 წლიდან ჟურნალ "მეცნიერებისა და ტექნიკის" მთავარი რედაქტორი. მისი შრომები ეხება საშენ მასალათა (უმთავრესად ბეტონის) სიმტკიცისა და დეფორმაციული თვისებების განმსაზღვრელი ფიზიკურ-ქიმიური ფაქტორების შესწავლას, ბეტონის დეფორმადობის პოლიგრაფიული მეთოდებით კვლევას, მოდიფიცირებული ბეტონების შესწავლასა და სხვ. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1972). მეცნიერი საშენ მასალათა და მასალათა მექანიკის დარგში.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 324


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრემია ტექნიკის დარგში
  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: