შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ჭავჭავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. 1940 წელს სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე შევიდა; 1941-1944წწ. იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე; არმიიდან დაბრუნებულმა დაასრულა უნივერსიტეტში სწავლა. 1949 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1967 წლიდან 30 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტს საქართველოში; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი შრომები ძირითადად ეხება ესთეტიკის ღირებულებათა თეორიისა და კულტურის ფილოსოფიურ პრობლემებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1971). მისი ხელშეწყობითა და თაოსნობით განვითარდა ფილოსოფიური ანთროპოლოგია, კულტურის ფილოსოფია, აქსიოლოგია. ნიკო ჭავჭავაძის გარშემო გაერთიანდა ახალგაზრდა, პროგრესულად მოაზროვნე ფილოსოფოსთა თაობა, რომელსაც შემდგომ "ახალი ფილოსოფიური ტალღის" სახელით მოიხსენიებდნენ არა მხოლოდ იმდროინდელ საბჭოთა სამეცნიერო წრეებში, არამედ უცხოეთშიც. ეს იყო მთელი ეპოქა, რომელმაც დატოვა "კვალი ნათელი". ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ. 379; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.392; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 132-133 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |