Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლავროვსკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1960 წელს. 1961 წლიდან იყო მოსკოვის დიდი თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; დებიუტი, ფილიპი (ასაფიევი "პარიზის ალი"); 1982–1984წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული დადგმები: დ. თორაძე, ტელეფილმი სიმფონია–ბალეტი "მწირი", დამდგმელი ქორეოგრაფი და მთავარი პარტიის შემსრულებელი (1977, პრემიერა სსრკ ცენტრალურ ტელევიზიაში), გერშვინი–ოძელი "პორგი და ბესი"(1984, საბალეტო ვერსია); სხვა რეპერტუარი: გრაფი ალბერტი (ადანი "ჟიზელი"), პრინცი ზიგფრიდი, მაკნატუნა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), რომეო (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ფრონდოსო(კრეინი "ლაურენსია"), ბაზილი, სოლორი(მინკუსი "დომ კიხოტი", "ბაიადერა"), სპარტაკი (ხაჩატურიანი "სპარტაკი"), მაჯნუნი (ბალასანიანი "ლეილი და მაჯნუნი"), ვლადიმირი (ეშპაი "ანგარა"); ბალეტის ცნობილი მოცეკვავეების ლ. ლავროვსკისა და ე. ჩიკვაიძის ვაჟიშვილი და მოწაფე; ბალეტის მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 276; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.263 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |