შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქრისტესია ლებანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1935 წელს. 1959–1962წწ. იყო საქართველოს ქრონიკალურ–დოკუმენტური სტუდიის მთავარი მხატვარი; 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი მხატვარი; გააფორმა მუსიკალური ფილმი – "ქეთო და კოტე" (1948, მუსიკა ვ. დოლიძე); სხვა ფილმები: "დაკარგული სამოთხე" (1938, მუსიკა ა. ბალანჩივაძე), "საქართველოს ძეგლები" (1940), "ფორპოსტი" (1941), "სევასტოპოლის დაცვა" (1943), "დავით გურამიშვილი" (1946, მუსიკა ა. ბალანჩივაძე), "საქართველოს ჭედური ხელოვნება" (1960), "იაკობ ნიკოლაძე"(1962), "კოტე მარჯანიშვილი" (1961), "ლონდრე" (1966), "სინემა" (1977), "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978), "კარიერი" (1979). კინოს მხატვარი. გადაღებულია ფილმში: "აკაკის აკვანი" (აკაკის ძმა, 1947). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 283; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.316-317 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |