შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სანდრო თედიაშვილი![]()
ბიოგრაფია1936–1941წწ. იყო ცხინვალის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი; 1941–1946წწ. შორეული აღმოსავლეთის ფრონტის პირველი წითელდროშოვანი ანსამბლის მსახიობი; 1947–1952წწ.– კვლავ ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობი და დირექტორის მოადგილე; 1952 წელს – თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. ძირითადად ასრულებდა სახასიათო–კომედიურ როლებს. გამოირჩევა სცენური ნახაზის სიზუსტით, ემოციურობით, სასცენო მეტყველების ოსტატობით, მიმიკით. 1957 წლიდან მუშაობდა ცირკში – იყო საცირკო ხელოვნების პირველი ქართველი კომიკოსი (კლოუნი). 1963–1968წწ. მუშაობდა ქართული საცირკო კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საცირკო ხელოვნების განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.540; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.101 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |