The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო თედიაშვილი

სანდრო თედიაშვილი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე თედიაშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1914
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 2014  (100 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

1936–1941წწ. იყო ცხინვალის სახელმწიფო თეატრის ქართული დასის მსახიობი; 1941–1946წწ. შორეული აღმოსავლეთის ფრონტის პირველი წითელდროშოვანი ანსამბლის მსახიობი; 1947–1952წწ.– კვლავ ცხინვალის კ. ხეთაგუროვის სახელობის სახელმწიფო თეატრის დასის მსახიობი და დირექტორის მოადგილე; 1952 წელს – თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. ძირითადად ასრულებდა სახასიათო–კომედიურ როლებს. გამოირჩევა სცენური ნახაზის სიზუსტით, ემოციურობით, სასცენო მეტყველების ოსტატობით, მიმიკით. 1957 წლიდან მუშაობდა ცირკში – იყო საცირკო ხელოვნების პირველი ქართველი კომიკოსი (კლოუნი). 1963–1968წწ. მუშაობდა ქართული საცირკო კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საცირკო ხელოვნების განვითარებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.540; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.101

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1980 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: