The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა თევზაძე

ინგა თევზაძე
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1941
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 2025  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი 1991 წელს.

1961 წლიდან ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) სოლისტია, მის მიერ წარმატებით შესრულებული ცეკვებიდან აღსანიშნავია: "სიმდი", "ხონგა", "აჭარული". 1990 წლიდან – ბალეტმეისტერი. მონაწილეობას იღებდა ანსამბლის მთელ რეპერტუარში. ასრულებდა სოლო პარტიებს. მისი შესრულებისათვის დამახასიათებელია მუსიკალობა, არტისტიზმი, პლასტიკურობა. მიღებული აქვს 1967 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1967). ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 541; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.206

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: