The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლიკო ლაფაური-იობაშვილი

ოფიციალური სახელი:სოლომონ ლაფაური-იობაშვილი
დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:12 აპრილი, 2007  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიოტუტი 1951 წელს(ფილოლოგიური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(ფოლკლორი).

1947–1951წწ. მღეროდა ფ. მახათელაშვილის გუნდში; საქართველოს ტელე–რადიო მაუწყებლობის დაარსების დღიდან(1956) საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; მისი ხელმძღვანელობით მუსიკალურ რედაქციაში დაარსდა სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატი, იყო ხალხური რედაქციის დამაარსებელი(1979) და ხელმძღვანელი; მისი იდეითა და ხელძღვანელობით დაარსდა სახალხო დღესასწაულები: "გარეჯობა", "საბაობა", "აფხაზეთი ტელეეკრანებზე", "სულიკო", სსრკ–ში შეიქმნა პირველი ქართული ტელე–ოპერა "გამზრდელი"(1960, კომპოზიტორი ნ. გიგაური, სსრკ პირველი ხარისხის დიპლომი, 1961); ასევე, მისი იდეით რაიონებში მუშაობის შედეგად თბილისის ფილარმონიაში ვ. კოტეტიშვილთან ერთად ჩატარდა "ხალხური შემოქმედების საღამოები", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა; ს. ლაფაურის თაოსნობით მოეწყო პირველი ქართული ტელერეპორტაჟი და ქუთაისიდან ტრანსლირებულ იქნა საოპერო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ზეიმი(ქუთაისში პირველი დადგმა ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი"); დააარსა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გუნდი; დატოვა მდიდარი არქივი. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 280

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: