Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოლიკო ლაფაური-იობაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიოტუტი 1951 წელს(ფილოლოგიური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(ფოლკლორი). 1947–1951წწ. მღეროდა ფ. მახათელაშვილის გუნდში; საქართველოს ტელე–რადიო მაუწყებლობის დაარსების დღიდან(1956) საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი; მისი ხელმძღვანელობით მუსიკალურ რედაქციაში დაარსდა სხვადასხვა სატელევიზიო ფორმატი, იყო ხალხური რედაქციის დამაარსებელი(1979) და ხელმძღვანელი; მისი იდეითა და ხელძღვანელობით დაარსდა სახალხო დღესასწაულები: "გარეჯობა", "საბაობა", "აფხაზეთი ტელეეკრანებზე", "სულიკო", სსრკ–ში შეიქმნა პირველი ქართული ტელე–ოპერა "გამზრდელი"(1960, კომპოზიტორი ნ. გიგაური, სსრკ პირველი ხარისხის დიპლომი, 1961); ასევე, მისი იდეით რაიონებში მუშაობის შედეგად თბილისის ფილარმონიაში ვ. კოტეტიშვილთან ერთად ჩატარდა "ხალხური შემოქმედების საღამოები", რომელმაც დიდი პოპულარობა მოიხვეჭა; ს. ლაფაურის თაოსნობით მოეწყო პირველი ქართული ტელერეპორტაჟი და ქუთაისიდან ტრანსლირებულ იქნა საოპერო თეატრის გახსნასთან დაკავშირებით, ზეიმი(ქუთაისში პირველი დადგმა ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთრი"); დააარსა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გუნდი; დატოვა მდიდარი არქივი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 280; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.300 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |