The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორია ლაფერაშვილი

ვიქტორია ლაფერაშვილი
დაბადების თარიღი:27 იანვარი, 1949
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 2021  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს.

1968 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ირემა, ნატაშა(დ. თორაძე "გორდა", "მშვიდობისათვის"), ოფელია, კრეუსი(რ. გაბიჩვაძე "ჰამლეტი", "მედეა"), ნიმფა(ს. ცინცაძე "ანტიკური ესკიზები"), ზამთარი(ვივალდი "წელიწადის დრონი"), შველი (ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"); სხვა რეპერტუარი: ჟიზელი(ადანი "ჟიზელი"), ჯულიეტა(ჩაიკოვსკი "რომეო და ჯულიეტა"), ჰასინტა(კრეინი "ლაურენსია"), პატარძალი, დიდი გედი(ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), სოლო(შოპენი "შოპენიანა"), სოლო(ბალანჩინი "სერენადა"), მბრძანებელი(მინკუსი "დონ კიხოტი"). ბალეტის მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 280; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.300

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მოსკოვის ქორეოგრაფიული დათვალიერება, საპატიო სიგელი
  • მოსკოვის საერთაშორისო კონკურსი, პრიზი "აღმაფრენა"

გააზიარე: