The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ თეთრაძე

თამარ თეთრაძე
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1917
გარდაცვ. თარიღი:7 დეკემბერი, 1996  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1944 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ მუშაობდა შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრში მსახიობად. ამ თეატრის სცენაზე განასახიერა მთელი რიგი საპასუხისმგებლო როლები, მათ შორის: ძიძია (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), მარინე (ი. მოსაშვილის "სადგურის უფროსი"), ცირა (გ. ქელბაქიანის "ახალგაზრდა მასწავლებელი"), ნატალია (მაქსიმ გორკის "ვასა ჟელეზნოვა") გუსტინა (ი. ფუჩიკის "ადამიანებო, იყავით ფხიზლად!"), ესმა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), ოდეტა (უ. დიუბუას "ჰაიტი"), შეილა (ჯ. პრისტლის "ინსპექტორი მოვიდა"), მაშო (ვ. პატარაიას "უჩა უჩარდია"), მედეა (ს. კლდიაშვილის  "დღესასწაული საკრაულაში"), მარიამი (ი. ვაკელის "საქმიანი კაცი"), ლენა (კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი"), მერიელი (მ. ლავრენიოვის "ამერიკის ხმა"), ირინა გოდუნოვა (ე. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ანა ულიანოვა (ი. პოპოვის "ოჯახი"), ნატალია (მ. გორკის "ვასა ჟელეზნიოვა"), ლენა (კ. სიმონოვის "სხვისი ჩრდილი"), იოკასტე (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და სხვ. 1962 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და ხელმძღვანელობდა დრამატულ წრეს თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. გადაღებულია ფილმებში: "ორო ოჯახი" (რეჟ. დ. კანდელაკი, 1958), "თხუნელა" (რეჟ. შ. მარტაშვილი, 1962), "წკიპურტები" (რეჟ. რ. ესაძე, 1973), "ადამიანთა სევდა" (რეჟ. გ. ჩოხელი, 1984). წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზეც. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 541; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.75; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: