შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ თვალიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის და მოსკოვის თეატრალურ სტუდიებში. დაამთავრა თბილისის კონსერვატორიასთან არსებული დრამატული ფაკულტეტი 1925 წელს. 1926 წელს მუშაობდა თბილისის "წითელი თეატრის", 1927 წელს - ბათუმის, ხოლო 1928–1959 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობად. თვალიაშვილი იყო ჩინებული ტრავესტი – (პატარა გოგონებისა და ბიჭების როლების შემსრულებელი). გარდასახვის ნიჭი, უშუალობა და გულწრფელობა ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული როლები, რომელთა შორის აღსანიშნავია გოჩა (ვ. კობელის ''გოჩა''), ფრიც ბაუერი (ნ. საცის ''ფრიც ბაუერი''), მეღორის შვილიშვილი (ს. ზაიაიცკის ''რობინ ჰუდი''), კარლო (ს. მთვარაძის და შ. ბუაჩიძის ''აურიე რგოლი''), კურდღელი (ე. შვარცის ''წითელქუდა''), აჩაკუნე (გ. ნახუცრიშვილის ''პატარა მეომრები''), ქაჯანა (ნ. ლომოურის ''ქაჯანა''), ზურაბი (დ. ჭონქაძის ''სურამის ციხე''), ჯულიეტა (უ. შექსპირის ''რომეო და ჯულიეტა'') და სხვა. დადგა სპექტაკლი - ნ. ფომიჩევის ''ასე იწყება ცხოვრება''. იგი უმეტესწილად ლირიკულ-დრამატული ამპლუის მსახიობი იყო. ბოლო წლებში ძირითადად ხანდაზმულ ქალთა როლებს ასრულებდა. თვალიაშვილი განსაკუთრებით ძლიერი იყო კლასიკურ რეპერტუარში. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.545; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; kino-teatr.ru; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.57 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |