შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1987-1995წწ. სწავლობდა მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ს. ფიოდოროვის სახელობის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1987-1991წწ. გაიარა ორდინატურა და ასპირანტურა; 1992-1996წწ. გაიარა დოქტორანტურა; პარალელურად, 1996 წლიდან არის თვალის მიკროქირურგიული კლინიკის "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელი; 2002-2007წწ. მუშაობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსის მოწვეულ პედაგოგად; 2011-2016წწ. ამავე უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზეა; მისი სამეცნიერო შრომების ძირითადი მიმართულებაა თვალის რქოვქნის პრობლემები. ოფთალმოქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2005). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.545; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.26 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |