The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ თიკანაძე

გურამ თიკანაძე
ოფიციალური სახელი:გიორგი თიკანაძე
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1932
გარდაცვ. თარიღი:27 აგვისტო, 1963  (30 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, სპორტსმენი, ფოტოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვირიკეთი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს.

1956–1959 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; წლების განმავლობაში იკვლევდა საქართველოს მღვიმეებს. ფოტოგრაფიით დაინტერესდა 1962 წლიდან, 1947 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფირება თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ფოტოწრეში, რომელიც 1975 წლიდან გურამ თიკანაძის სახელობისაა. იგი ქართული ფოტოხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან პირველმა მიაღწია ფოტოხელოვნებაში დოკუმენტურობისა და მხატვრულობის სინთეზს. მისი შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. 1959 წელს დაიწყო მუშაობა ჟურნალ "დროშის" ფოტოკორესპონდენტად. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. მისი ცნობილი ფოტოებია "ტკბილი ნესვი", "აისი მთაში", "უტევს მ. მესხი", "თეთნულდი  -  სვანეთის პატარძალი", "უშბა", "თენსინგ ნორგეი", "შხარა", "თეთნულდის კალთებზე". გურამ თიკანაძემ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაზე. იყო ცნობილი ალპინისტი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე რთული ასვლა კავკასიონსა და პამირზე (უშბა, შხარა, შხელდა, დომბაიულგენი, ნაკრა, გარმო და სხვ.). მისი პირველი მწვერვალი იყო "სპარტაკი" 1952 წელს. 1957 წლიდან ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი იყო ღარმოს პიკი პამირზე 1957 წელს. 1961 წელს ხელმძღვანელობდა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსს. 1963 წელს მწვერვალ შხარიდან დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა. 1980 წელს სვანეთში (სოფ. ლატალი) გაიხსნა გ. თიკანაძის სახელობის სპორტული ცენტრი. ამავე წელს, აქვე, დაარსდა ზეიმი ''გურამობა'', რომელიც აღინიშნება 12 სექტემბერს. ფოტოხელოვანი, ალპინისტი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.546; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.69

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ჟურნალისტთა კავშირის ფოტოსექცია , თავმჯდომარე
  • საქართველოს ალპინისტთა კლუბი, წევრი
  • ჰონკონგის ფოტოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - მოდენის საერთაშორისო ფოტოგამოფენა (იტალია), ბრინჯაოს მედალი
    ფოტოსურათისთვის "თბილისის ზღვა"
  • 1959 - იტალიის საერთაშორისო ახალგაზრდობის ფესტივალი
    ლაურეატი
  • 1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა ვენის მსოფლიო ფესტივალი , ბრინჯაოს მედალი
    ფოტოსურათი ''ოლე''
  • 1959 - ფოტონამუშევრების ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი(ვენა), ვერცხლის მედალი
  • 1958 - საკავშირო ჩემპიონატი, ვერცხლის მედალი (ერთობლივი გამარჯვება)
    ფასისმთა - აილამა - წურუნგალა - შხარა - ჯანღის ტრავერსისთვის
  • 1957 - საქართველოს ახალგაზრდობის I ფესტივალი
    ლაურეატი

გააზიარე: