The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ლესელიძე

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1944  (80 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1961 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(საფორტეპიანო).

1965–1980წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი, 1970–1994წწ. საკონცერტმაისტერო დაოსტატების კათედრის პედაგოგი, 1994 წლიდან კამერული ანსამბლის კათედრის პედაგოგი, 1998 წლიდან პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; 1970–2002 წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის პედაგოგი"(კამერული ანსამბლი) და კონცერტმაისტერი; რესპუბლიკური, ამიერკავკასიის, საკავშირო, საერთაშორისო კონკურსების დიპლომანტი; ლაურეატი მოწაფეები: ე. გონაშვილი, მ. კუნჭულია, კ. ლემონჯავა, ქ. სუთიძე(საკონცერტმაისტერო განხრით); ქართული რეპერტუარი: ს. ცინცაძე მელოდია, საჭიდაო, ხორუმი, "ფანტაზია "ქეთო და კოტეს" თემებზე", პოემა, ა. მაჭავარიანი რომანსები, ო. თაქთაქიშვილი 3 პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის; გასტროლები: საქართველო, სსრკ, მონტე–კარლო, ედინბურგი; პიანისტი, ანსამბლისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 285

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საუკეთესო კონცერტმაისტერი

გააზიარე: