შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1929 წელს. 1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; 1950-1978წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე; 1948-1952წწ. საქართველოს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი (1951-1952წწ. — დირექტორი). ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია; ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები; შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი და სხვ. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1951). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 390 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |