შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ხომიზურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს. 1925-1928წწ. მუშაობდა გერმანიისა და საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში; 1929-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1932 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1935-1936წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1940-1960წწ. კონტინენტური მეხილეობის კათედრის გამგე და სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტის დეკანი; 1960-1971წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიონოლოგიისა და ციტოგენეტიკის საკითხები და სხვა. ინსტიტუტის ბაზაზე მანვე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. აგრონომ მებაღე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 496 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |