The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ხომიზურაშვილი

ნიკოლოზ ხომიზურაშვილი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1971  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი 1925 წელს.

1925-1928წწ. მუშაობდა გერმანიისა და საფრანგეთის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში; 1929-1930წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1932 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობის კათედრის გამგე; 1935-1936წწ. ამავე ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში; 1940-1960წწ. კონტინენტური მეხილეობის კათედრის გამგე და სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტის დეკანი; 1960-1971წწ. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიონოლოგიისა და ციტოგენეტიკის საკითხები და სხვა. ინსტიტუტის ბაზაზე მანვე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. აგრონომ მებაღე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 496

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1955-1971)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • პალმეტური მებაღეობა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1969. - 41გვ.
  • მეხილეობა : სახელმძღვ. სას.-სამ. ინ-ტის მებაღეობა-მევენახეობისა და მებოსტნეობის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1967. - 410გვ.
  • მებაღეობა : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1932. - 288გვ.

გააზიარე: