The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი VI (იმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 1720
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

იმერეთის მეფე 1703-1720წწ.(დროგამოშვებით), ალექსანდრე IV-ის ძე; 1703 წელს ოსმალთა დახმარებით გამეფდა, მაგრამ იმერეთს ფაქტობრივად გიორგი-მალაქია აბაშიძე განაგებდა, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტრადიციით გიორგი V-დ ითვლება; გიორგი VI-ს მხარს უჭერდა ქართლის სამეფო სახლი და იმერელ ფეოდალთა დიდი ნაწილი; 1707 წელს გიორგი VI-მ დაამარცხა აბაშიძე და მეფობა დროებით განიმტკიცა; 1711 წელს ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა გიორგი VI გადააყენა და მამია III გურიელი გაამეფა; გიორგი VI ჯერ ქართლში გადავიდა ვახტანგ ბატონიშვილთან(ვახტანგ VI), ხოლო მერე ახალციხეში ფაშისთვის დახმარების სათხოვნელად; 1712 წელს ჩხარის ბრძოლაში გიორგი VI-მ დაამარცხა მამია III გურიელი და კვლავ დაიკავა ტახტი, მაგრამ ურჩმა ფეოდალებმა 1713 წელს ისევ მამია გურიელი გაამეფეს; გურიელი მალე გარდაიცვალა(1714) და იგი მისმა შვილმა გიორგი გურიელმა შეცვალა; 1714 წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI-მ ისევ დაიბრუნა ტახტი, მაგრამ 1716 წელს ბეჟან დადიანმა და სხვა თავადებმა ახალციხის ფაშას დახმარებით სიმონეთის ბრძოლაში დაამარცხეს; გიორგი VI იძულებული გახდა ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი სტამბოლში წასულიყო; 1719 წელს ოსმალთა დახმარებით გიორგი VI კვლავ გამეფდა; ბეჟან დადიანის, შოშიტა III რაჭის ერისთავისა და ზურაბ აბაშიძის წაქეზებით სიმონ აბაშიძემ გიორგი VI ვერაგულად მოაკვლევინა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.22


გააზიარე: