The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ ლიტვინენკო

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1899
გარდაცვ. თარიღი:1968  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საველიევკა, ქვემო ვოლგის მხარე.

1915 წელს სარატოვის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პარალელურად, იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი; 1916 წლიდან ესტრადის მოცეკვავე; 1917–1921წწ. სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1921–1922წწ. სწავლობდა თბილისში მ. მორდკინის სტუდიაში; 1917 წლიდან მოსკოვის მუსიკალური დრამის(ყოფილი ზიმინის თეატრი), 1921–1924წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; პარალელურად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგი ე. რიადნოვი(ვოკალი); 1925 წლიდან იყო ბაქოს ოპერის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერი; 1926–1927წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 1927–1931წწ.  ხარკოვის, 1931–1934წწ. კიევის ოპერის სოლისტი; ხარკოვსა და კიევში დააარსა და ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ სტუდიებს; 1935–1947წწ. თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, პარალელურად, რუსთაველის თეატრში ცეკვების დამდგმელი, ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ბალეტმაისტერი(დ. ჯავრიშვილთან ერთად); შ. თაქთაქიშვილის ბალეტის "მალთაყვა" შექმნის მონაწილე, როგორც სპექტაკლის თანადამდგმელი და მთავარი როლის(რემი ახალკაცი) შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი: ჯარჯი(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), რემი ახალკაცი(შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა"); სხვა რეპერტუარი: ფები(პუნი "ესმერალდა"), ბაზილი(მინკუსი "დონ კიხოტი"), ვაკხი(გუნო "ვალპურგის ღამე"), ვაცლავი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"); საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში ცეკვების დამდგმელი: გუნო "ვალპურგის ღამე", ჰალევი "რაქილი", პუნი "ესმერალდა"; საკონცერტო პროგრამები; ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 284

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: