The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ლიტვინენკო

ვასილ ლიტვინენკო
Date of birth:2 February, 1899
Date of death:3 February, 1968  (at 69 years)
Burial location:ვედენის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საველიევკა, ქვემო ვოლგის მხარე.

1915 წელს სარატოვის ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პარალელურად, იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობი; 1916 წლიდან ესტრადის მოცეკვავე; 1917–1921წწ. სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; 1921–1922წწ. სწავლობდა თბილისში მ. მორდკინის სტუდიაში; 1917 წლიდან მოსკოვის მუსიკალური დრამის(ყოფილი ზიმინის თეატრი), 1921–1924წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; პარალელურად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, პედაგოგი ე. რიადნოვი(ვოკალი); 1925 წლიდან იყო ბაქოს ოპერის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერი; 1926–1927წწ. მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, 1927–1931წწ.  ხარკოვის, 1931–1934წწ. კიევის ოპერის სოლისტი; ხარკოვსა და კიევში დააარსა და ხელმძღვანელობდა ქორეოგრაფიულ სტუდიებს; 1935–1947წწ. თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი, პარალელურად, რუსთაველის თეატრში ცეკვების დამდგმელი, ამიერკავკასიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ბალეტმაისტერი(დ. ჯავრიშვილთან ერთად); შ. თაქთაქიშვილის ბალეტის "მალთაყვა" შექმნის მონაწილე, როგორც სპექტაკლის თანადამდგმელი და მთავარი როლის(რემი ახალკაცი) შემსრულებელი; ქართული რეპერტუარი: ჯარჯი(ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), რემი ახალკაცი(შ. თაქთაქიშვილი "მალთაყვა"); სხვა რეპერტუარი: ფები(პუნი "ესმერალდა"), ბაზილი(მინკუსი "დონ კიხოტი"), ვაკხი(გუნო "ვალპურგის ღამე"), ვაცლავი(ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"); საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში ცეკვების დამდგმელი: გუნო "ვალპურგის ღამე", ჰალევი "რაქილი", პუნი "ესმერალდა"; საკონცერტო პროგრამები; ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 284; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.genec.m-necropol.ru/litvinenko-vk.htmlსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.394

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: