The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგეი ლემეშევი

სერგეი ლემეშევი
Date of birth:27 July, 1902
Date of death:26 July, 1977  (at 74 years)
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სტაროე–კნიაზევო.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია 1925 წელს (ვოკალური). 

1924–1926წწ. მუშაობდა მოსკოვის საოპერო სტუდიაში (ხელმძღვანელი კ. ს. სტანისლავსკი); 1926–1928წწ. სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი (ლირიკული ტენორი); 1929–1931წწ. თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი; 1959–1961წწ. მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი; გადაღებულია დოკუმენტურ კინოფილმში "სერგეი ლემეშევი" (1961); რეპერტუარი თბილისის საოპერო სცენაზე: პინკერტონი, რუდოლფი (პუჩინი "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ჯერალდი (დელიბი "ლაკმე"), ჰერცოგი, ალფრედი (ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა"), ლორდი ბილი (იურასოვსკი "ტრილბი"), ლენსკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", ლენსკის პარტიის საუკთესო შემსრულებელი), სინ ბი უ (კაბალევსკი "ნიკიტა ვერშინინი" პირველი შემსრულებელი); საოპერო დადგმები: მასნე "ვერთერი" (1957, მოსკოვი); როლები კინოფილმებში: ფილმი–სპექტაკლი "დუბროვსკი" – ვლ. დუბროვსკი(1961, რეჟისორი ვ. გოლოვინი), ფილმი–ოპერა "დემონი" – თავადი სინოდალი (1960, რეჟისორი ვ. გოლოვინი), ფილმი–სპექტაკლი "Концерт мастеров искусств" – გერმანი (1952, ნაწყვეტები ოპერიდან "პიკის ქალი", რეჟისორი ა. ივანოვი, გ. რაპოპორტი); გახმოვანებული აქვს: "მოცარტი და სალიერი" (1940, რეჟისორი ვ. გორიკკერი), ანიმაციური ფილმი "კვარტეტი" (1947, რეჟისორი ა. ივანოვი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 284; ka.salvemusic.com.uaსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge

Awards and Honors

  • 1950 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1941 - სტალინური პრემია

Share: