შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილია თოდრია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ოზურგეთის მაზრა. 1902 წლიდან პროფესიონალი რევოლუციონერი, 1902-1905 წლებში მუშაობდა ბათუმის, ბაქოს არალეგალურ სტამბებში, შემდეგ კი მოსკოვის კომიტეტის სტამბაში. მონაწილეობდა 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებულ აჯანყებაში. თოდრია არაერთხელ დააპატიმრა მეფის, აგრეთვე მენშევიკურმა მთავრობამ. 1907 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგსა და ფინეთში. სხვებთა ერთად უშვებდა გაზეთ "ვპერიოდსა" და "პროლეტარს". 1915 წელს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი "ბრძოლა" და "კავკაზსკაია პრავდა". აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1918 წელს კომპარტიის სხვა წევრებთან ერთად გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში. 1919 წელს თბილისში მოაწყო არალეგალური ბოლშევიკური სტამბა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ იყო თბილისის რევკომის პირველი თავმჯდომარე, საქართველოს სოცუზრუნველყოფის, მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. პარტიულ–პოლიტიკური მოღვაწე, სტამბის მუშაკი, ჟურნალისტი, მწერალი–იუმორისტი, პროლეტარ მწერალთა ერთი მესვეურთაგანი. თბილისში არის სილიბისტრო თოდრიას ქუჩა. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002. – გვ.547; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. - თბ., 2018. -გვ.78 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |