The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სილია თოდრია

სილია თოდრია
ოფიციალური სახელი:სილიბისტრო თოდრია
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1936  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის პანთეონი, შემდგომ რევოლუციონერთა საძმო სასაფლაო (ხუდადოვის ტყე-პარკი, თბილისი)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

1921 წლის 26 თებერვლიდან ამავე წლის 10 ივნისამდე იყო თბილისის რევოლუციური კომიტეტის (რევკომის) პირველი თავმჯდომარე; 1902 წლიდან პროფესიონალი რევოლუციონერი, ლიტერატორი, კომპარტიის წევრი; მონაწილეობდა 1905 წლის მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებულ აჯანყებაში. 1907 წლიდან მოღვაწეობდა პეტერბურგსა და ფინეთში. სხვებთა ერთად უშვებდა გაზეთ "ვპერიოდსა" და "პროლეტარს". 1915 წელს ჩამოვიდა თბილისში. მისი მონაწილეობით გამოდიოდა გაზეთი "ბრძოლა" და "კავკაზსკაია პრავდა". თოდრია არაერთხელ დააპატიმრა მეფის, აგრეთვე მენშევიკურმა მთავრობამ. სხვადასხვა წელს იყო საქართველოს სსრ სოცუზრუნველყოფისა და მიწათმოქმედების სახელმწიფო კომისარი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, ჟურნალ "ნიანგის" რედაქტორი; შრომის სახელმწიფო კომისარი, საქართველოს სსრ ცაკისა და ამიერკავკასიის ცაკის მდივანი. პარტიულ–პოლიტიკური მოღვაწე, სტამბის მუშაკი, ჟურნალისტი, მწერალი–იუმორისტი, პროლეტარ მწერალთა ერთი მესვეურთაგანი. თბილისში არის სილიბისტრო თოდრიას ქუჩა.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.547; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/783


გააზიარე: