The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შურა თოიძე

შურა თოიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრა თოიძე
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1907
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 1985  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა გ. პერინის საბალეტო სტუდიაში.

1929 წელს მიიწვიეს რეჟისორ ი. ჟელიაბუჟსკის ფილმ დინა-ზაზუში მთავარი როლის შემსრულებლად. 28 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე მსახიობმა 40-მდე როლი განასახიერა. მათ შორის აღსანიშნავია კნეინა ჩიტუნია შ. დადიანის "გუშინდელნი", გაიანე ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ირინე გოდუნოვა ვ. სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე", ოტრადინა ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავე", ეკატერინე ჭავჭავაძე მ. მრევლიშვილის "ბარათაშვილი", დეზდემონა უ. შექსპირის "ოტელო" და სხვა. ა. თოიძის მიერ შესრულებული დეზდემონა სამართილანადაა მიჩნეული მის შემოქმედებით მწვერვალად. იგი ღირსეულ პარტნიორობას უწევდა სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც იყვნენ ა. ხორავა და ა. ვასაძე. ალექსანდრა თოიძემ დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოშიც. აღსანიშნავია მთავარი როლი მიხეილ ჭიაურელის "უკანასკნელ წუთს", ირინა "ქალაქში შესვლა აკრძალულია", ჟუჟუნა "ჟუჟუნას მზითევი", ნინო ჭავჭავაძე "მოგზაურობა არზრუმში", მარო "გაყრა", ნატო "ჭრიჭინა", დედა "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" და სხვა. კინოსა და თეატრში მის მიერ შექმნილი როლებისათვის აღსანიშნავია ფილმ "ქეთო და კოტეში" ილიკო სუხიშვილთან ერთად უზადოთ შესრულებული ცეკვა "ქართული". მხატვარ მოსე თოიძის ქალიშვილი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.548; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.4.-თბ.,1979.-გვ.690; მამულიშვილთა სავანე/ბაბუნაშვილი, თ.,  ნოზაძე, გ. -თბ., 1994. -გვ. 173; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.82-83

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: