The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი X (ქართლის მეფე)

გიორგი X
Legal name:გიორგი ბაგრატიონი
Date of birth:156?
Date of death:1606
Burial location:ქ. მცხეთა
Category:Royalty

Biography

ქართლის მეფე 1600-1606 წლებში; სიმონ I-ის ძე; უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598-1599წწ. აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო; 1599 წელს სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა; ნახიდურის ბრძოლაში(1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა; 1601 წელს ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე; ირან-ოსმალეთის 1602-1612წწ. ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე; 1603-1604წწ. მონაწილეობდა ერევნის აღებაში; 1604 წელს აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად; აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით; გიორგი X-ის დროს, 1604-1605წწ., საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით, მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.23


Share: