შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ალასტანელი![]()
ბიოგრაფია"პროვინციის მეფე", ძე ანდრონიკეს "პროვინციის მეფისა", დავით VIII-ის შვილიშვილი; მონღოლთა ბატონობის პირობებში საქართველოს ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებასთან ერთად ალასტანელი უფლისწულები "გახელმწიფებას" ცდილობდნენ და "პროვინციის მეფეებად" იქცნენ, თუმცა გიორგის, როგორც ჩანს, სამეფო კართან კონფლიქტი არ ჰქონია; იგი დაიღუპა თურქებთან ბრძოლაში 1373 წელს; მეფე ალექსანდრე I დიდის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისთვის 1433 წელს გადაცემული შეწირულების წიგნის მიხედვით, კათოლიკოს თეოდორეს გიორგი ალასტანელის სიკვდილის მაგალითით ლაშქარი გაუმხნევებია["ამა უსჯულოთა (აგარის) ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალნი ქრისტიანელნი წამებითა აღესრულებიან"]. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.24
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |