Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბატონიშვილი![]()
Biographyკახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის მესამე ვაჟი; 1601 წელს, როდესაც მისმა ძმამ დავითმა მამის ტახტი მიიტაცა, გიორგი ბატონიშვილი დავითის წინააღმდეგ გამოვიდა; დავითმა შერიგების მიზნით გიორგი ბატონიშვილს საუფლისწულო უბოძა; 1602 წელს გიორგი ბატონიშვილმა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ; შეთქმულება გამჟღავნდა; გიორგი ბატონიშვილმა კათალიკოსს შეაფარა თავი, მაგრამ ქართლის მეფემ გიორგი X-მ იგი დავითს გადასცა, მან კი საპყრობილეში ჩასვა; დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ, მამამ გიორგი ბატონიშვილი საპყრობილიდან გაათავისუფლა; 1604 წელის დასაწყისიდან 1605 წლის მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გიორგი ბატონიშვილი კახეთს განაგებდა; 1604 აგვისტოში რუსეთის ხელმწიფის ელჩები მიიღო; 1604 წლის ოქტომბერს დაამარცხა განჯა-შემახის ხანები, რომლებიც ქ. ძეგამზე მოდიოდნენ; ამ ლაშქრობაში გიორგი ბატონიშვილს ახლდა 40 მეთოფისგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი; 1605 წლის 1 იანვარს გიორგი ბატონიშვილმა დარბაზის წევრებთან ერთად რუსეთის ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო; იგი მამამისთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ კონსტანტინე I-მა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.25
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |