შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიამოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშფი, მეცენატი, ქველმოქმედი, ვახტანგ VI-ის ძე; 1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში; აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც; რუსეთ-შვედეთის ომის(1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა; თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში(1741-1748), შვიდწლიან ომში(1756-1763); ბაქარის გარდაცვალების შემდეგ(1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშენებლო საქმიანობა გაშალა; პრესნიაზე, ქართულ დასხლებაში მთავარმოწამე წმინდა გიორგის საყდარი ააგო; მოსკოვში მის სასახლეში თავს იყრიდნენ რუსეთის, ევროპის და საქართველოს მოღვაწენი; სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლესიო ინვენტარს და სხვა საჩუქრებს; მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, 1785 წელს უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი(ოქროთი); ამის აღსანიშნავად უნივერშიტეტის შენობაში 100 წელზე მეტხანს იყო გამოკრული მისი მოსახსენიებელი დაფა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |