Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ბატონიშვილი![]()
Biographyმოსკოვის ქართული კოლონიის მეთაური XVIII საუკუნის II ნახევარში, რუსეთის არმიის გენერალ-ანშფი, მეცენატი, ქველმოქმედი, ვახტანგ VI-ის ძე; 1724 წელს მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთს გაემგზავრა და დამკვიდრდა მოსკოვში; აქ საიმპერატორო კარზე შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხედრო ხელოვნება; წერდა ლექსებსაც; რუსეთ-შვედეთის ომის(1741-1743) დროს გიორგი ბატონიშვილი ფლოტს მეთაურობდა; თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში(1741-1748), შვიდწლიან ომში(1756-1763); ბაქარის გარდაცვალების შემდეგ(1750) გიორგი ბატონიშვილი მოსკოვის ქართული კოლონიის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშენებლო საქმიანობა გაშალა; პრესნიაზე, ქართულ დასხლებაში მთავარმოწამე წმინდა გიორგის საყდარი ააგო; მოსკოვში მის სასახლეში თავს იყრიდნენ რუსეთის, ევროპის და საქართველოს მოღვაწენი; სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლესიო ინვენტარს და სხვა საჩუქრებს; მას ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვის უნივერსიტეტის მესვეურებთან, 1785 წელს უნივერსიტეტისათვის გადაუცია 10 ათასი მანეთი(ოქროთი); ამის აღსანიშნავად უნივერშიტეტის შენობაში 100 წელზე მეტხანს იყო გამოკრული მისი მოსახსენიებელი დაფა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |