The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინე ლომინაძე

ირინე ლომინაძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: . ქუთაისი. 

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(გუნდისდირიჟორობა).

1982–1986წწ. სწავლობდა . ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდოსადირიჟორო განყოფილებაზე; 1987 წლიდან იყო ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში არსებული ქალთა გუნდის მომღერალი; 1995 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(სპეციალური საგნები), 1997 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდოსადირიჟორო განყოფილების გამგე; ამავე წლიდან, აქვე მოსწავლეთა შერეული გუნდის დირიჟორი; 2013 წელს დააარსა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ქუთაისი"; 2014 წლიდან ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი, 2015 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; არის ფესტივალის მონაწილე "შემოდგომის თბილისი"(2009); კონცერტები თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში(2004), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში(2005); რეპერტუარი: ქართული საგუნდო მუსიკა, განსაკუთრებით . კეჭაყმაძის ნაწარმოებები; ქორმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2005 - ჯილდო ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისათვის

გააზიარე: