Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ლომინაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1995 წელს(გუნდის–დირიჟორობა). 1982–1986წწ. სწავლობდა ქ. ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში საგუნდო–სადირიჟორო განყოფილებაზე; 1987 წლიდან იყო ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში არსებული ქალთა გუნდის მომღერალი; 1995 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(სპეციალური საგნები), 1997 წლიდან ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საგუნდო–სადირიჟორო განყოფილების გამგე; ამავე წლიდან, აქვე მოსწავლეთა შერეული გუნდის დირიჟორი; 2013 წელს დააარსა ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ქუთაისი"; 2014 წლიდან ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ქორმაისტერი, 2015 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი; არის ფესტივალის მონაწილე "შემოდგომის თბილისი"(2009); კონცერტები თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში(2004), თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში(2005); რეპერტუარი: ქართული საგუნდო მუსიკა, განსაკუთრებით ი. კეჭაყმაძის ნაწარმოებები; ქორმაისტერი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 289 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |