The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ჯავახიშვილი

ალექსანდრე ჯავახიშვილი
სხვა სახელი:ლალი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1917
გარდაცვ. თარიღი:24 ოქტომბერი, 1997  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი, მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1939 წელს; ასპირანტურა (1940-1943).

1942 წლიდან ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი; 1943 წლიდან ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1944-1948წწ. ამავე მუზეუმის სწავლული მცველი; 1948-1952წწ. სწავლული მდივანი; 1952-1954წწ. ისტორია-არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 1954-1956წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1956-1973წწ. ფეოდალურამდელი ხანის საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1973 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. ძირითადად იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებს, განსაკუთრებით, მტკვარ-არაქსიის კულტურას. მისი მონაწილეობით გათხარეს ქვაცხელებისა და ხიზანაანთ გორის ადრინდელი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი (1954-1964), შულავრის, იმირისა და ხრამის დიდი გორის ადრინდელი სამიწათმოქმედო ხანის ნამოსახლარები (1965-1971), ბერიკლდეების ნამოსახლარი (1979-1983). ავტორია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური გამოფენისა (1960), რამაც სამუზეუმო ექსპოზიციის დარგში ახალი ეტაპი შექმნა. 1995-1997წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1976). დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987, გვ. 525; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.gematsne.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.616; ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი / ზ. ჟვანია / ნ.ლეკიშვილი // საქართველოს რესპუბლიკა . - თბილისი, 1997. - 25 ოქტომბერი. - N265 (2638). -გვ.10

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: