The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბატონიშვილი

Legal name:გიორგი ბაგრატიონი
Date of birth:1778
Date of death:1807  (at 29 years)
Category:Royalty

Biography

იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე; უმემკვიდროდ დარჩენილი სოლომონ I გიორგი ბატონიშვილს იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ზრდიდა, მაგრამ სოლომონის გარდაცვალების(1784) შემდეგ იმერეთის დიდებულებმა ისარგებლეს გიორგი ბატონიშვილის მცირეწლოვანებით და იმერეთის ტახტზე დავით II(დავით გიორგის ძე) დასვეს(1785); 1795 სოლომონ II-მ გიორგი ბატონიშვილი, როგორც მეტოქე, ტახტის პრეტენდენტი, მუხურის ციხეში ჩასვა; 1806 წლის 15 ოქტომბერს გიორგი ბატონიშვილმა მოახერხა ციხიდან გაქცევა და თავი რუსეთს შეაფარა; სიცოცხლის ბოლო წლები მან მოსკოვში გაატარა; იქვე დაწერა ავტობიოგრაფიული ხასიათის ნაწარმოები, სადაც ის აღწერს მუხურის ციხეში ყოფნის წლებს, იქიდან გამოპარვას, დიდ მწუხარებას გამოთქვამს იმერეთის ტახტის დაკარგვის გამო; გიორგი ბატონიშვილს ჰყავდა ორი ვაჟი: ალექსანდრე(გენერალ-ლეიტენანტი) და დიმიტრი ბატონიშვილი(გენერალ-მაიორი), რომლებიც რუსეთის არმიაში მოღვაწეობდნენ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26


Share: