შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი III გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1664-1684წწ., იმერეთის მეფის 1681-1683წწ., ქაიხოსრო I გურიელის ძე; აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ შინაომებში; სამთავრო შეინარჩუნა ოსმალთა მოხარკეობის ფასად; ახლო ურთიერთობა ქონდა ახალციხის ფაშასთან; საეკლესიო საქმეებში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსის ნების შემსრულებელი იყო; 1681 წელს ისარგებლა იმით, რომ ახლად გარდაცვლილი იმერეთის მეფის ბაგრატ IV-ის შვილი მძევლად იყო ქართლში და დაიპყრო იმერეთის სამეფო ტახტი; 1683 წელს სულთნის ბრძანებით მეფობიდან გადააყენეს; მეფობის დაკარგვის შემდეგ შექმნა დასავლეთ საქართველოს მთავართა და მსხვილ ფეოდალთა კოალოცია იმერეთის მეფის ალექსანდრე IV-ის წინააღმდეგ, მაგრამ რიკოთის ბრძოლაში 1684 წელს დაიღუპა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.26
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |