შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი თოიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მ. თოიძის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიასა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; თანამშრომლობდა გაზეთებში. 1931 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში. მუშაობდა ილუსტრაციის დარგში, დაასურათა ვეფხისტყაოსანი, "საქართველოს ისტორია"; შექმნა ქართველ კულტურის მოღვაწეთა პორეტების სერია. ქართული პლაკატის ერთ–ერთი ფუძემდებელია, განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პლაკატმა "დედასამშობლო გვიხმობს" (1941). თოიძის ნამუშევრების დიდი კოლექცია თავმოყრილია მამის – მოსე თოიძის სახლ–მუზეუმში; ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.548; მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.175; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.83-84; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 198-199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |