შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1954–1958წწ. მუშაობდა ბორჯომის რაისაავადმყოფოს ქირურგად; 1958–1961წწ. იყო ქ. მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1962–1963წწ. – იმავე კათედრის ასისტენტი; 1963–1974წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიის კათედრის ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1983 წელს ცხაკაიამ თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე დააარსა ღვიძლის, ნაღვლის გზებისა და პანკრეასის ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრი რომლის ხელმძღვანელიც იყო სიცოცხლის ბოლომდე. 1989–1998წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის N2 კათედრის გამგე, მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1975). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.550; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.209-320; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |