The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინ თოფურიძე

ვალენტინ თოფურიძე
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1908
გარდაცვ. თარიღი:13 ნოემბერი, 1986  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თბილისის სამხატვრო აკადემიაში იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერეს, ი. შარლემანის მოწაფე; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1955-იდან პროფესორი). ძირითადად მონუმენტალისტია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლ. კეცხოველი (ქვა, 1936, თბილისი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, აიღეს 1998), რუსთაველი (ქვა, მარმარილო, 1937–1938, ახალციხე), კომპოზიციური ჯგუფი "საქართველო" (ბრინჯაო, 1939, სას.-სამ. გამოფენა, მოსკოვი), "გამარჯვება" (ბრინჯაო, 1947, ჭიათურის თეატრის შენობის ფასადი), ოთხი ფიგურა (გლეხი, მეშახტე, სპორტსმენი ქალი და ვაჟი), კინოთეატრ "რუსთაველის" მთავარ ფასადზე (ყველა ქვა, 1939, თბილისი), ვ. ლენინი (ბრინჯაო, 1956, თბილისი, თავისუფლების მოედანი, აიღეს 1989), შრომა, მეცნიერება, ტექნიკა – სკულპტურული კომპოზიცია (თუჯი, 1958, შ. მიქატაძესთან ერთად, თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, აიღეს 1989). ქალიშვილის პორტრეტი (1930), მოხუცი მემწვანილე (1943), მ. იაშვილის პორტრეტი (1956), მუზა (1968), კაცის ფიგურა (1970, ყველა ტონირებული თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო); მოქანდაკე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს სახალხო მხატვარი
  • 1955 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1950 - სტალინური პრემია
  • 1949 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ჭიათურის თეატრის ფასადზე ქალის ალეგორიული ფიგურა "გამარჯვება"

გააზიარე: