The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა თურმანიძე

ზაზა თურმანიძე
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახათაური, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 1988 წელს.

ევროპის ჩემპიონი (1987), კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი (1994). სსრკ ჩემპიონი (1990), მეორე (1988) და მესამე პრიზიორი (1989), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1986). XXVI ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ატლანტა - X ადგილი). საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1992-იდან). მისი ხელმძღვანელობით ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი (2003).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.554; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.330

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1989 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: