The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა იამანიძე

შოთა იამანიძე
Date of birth:15 March, 1937
Date of death:15 October, 1971  (at 34 years)
Category:Engineer, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს.

ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის  პოზიციაზე. იყო თბილისის "დინამოსა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; თბილისის "დინამოს" 1960–იანი წლების პირველი ნახევრის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 300 მატჩი (66 გოლი, სსრკ ჩემპიონი (1964), და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967). სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეყვანილი იყო სამჯერ; 1968-1971წწ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სამმართველოში უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სათბურმშენის" უფროსად; მიუხედავად ხანმოკლე საინჟინრო კარიერისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; მონაწილეობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის, სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობაში; დიდი წვლილი შეიტანა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია "სათბურმშენის" შექმნა-ჩამოყალიბების საქმეში; ხელმძღვანელობდა კრწანისისა და კუმისის სასათბურე მეურნეობისა და არაერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.556; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.258

Awards and Honors

  • 1969 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: