Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა იამანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1960 წელს. ფეხბურთელი, თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. იყო თბილისის "დინამოსა"და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; თბილისის "დინამოს" 1960–იანი წლების პირველი ნახევრის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით. უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 300 მატჩი (66 გოლი, სსრკ ჩემპიონი (1964), და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1962, 1967). სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეყვანილი იყო სამჯერ; 1968-1971წწ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N1 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის სამმართველოში უბნის უფროსად, სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "სათბურმშენის" უფროსად; მიუხედავად ხანმოკლე საინჟინრო კარიერისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობაში; მონაწილეობდა კოდის მეფრინველეობის ფაბრიკის, სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობაში; დიდი წვლილი შეიტანა სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო ორგანიზაცია "სათბურმშენის" შექმნა-ჩამოყალიბების საქმეში; ხელმძღვანელობდა კრწანისისა და კუმისის სასათბურე მეურნეობისა და არაერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.556; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.258 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |