შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი IV გურიელი![]()
ბიოგრაფიაგურიის მთავარი 1711-1726წწ.(დროგამოშვებით), მამია III გურიელის ძე; 1711 წელს გურიელად დასვა მამამისმა, რომელიც მაშინ იმერეთის მეფე იყო; 1712-1714წწ. ტახტი წაართვა ძმამ ლევან გურიელმა; 1716 წელს გიორგი იმერეთში გაამეფა ჯარით შემოსულმა ახალციხის ფაშამ, მაგრამ მალე იძულებული გახდა გურიაში დაბრუნებულიყო; 1717 წელს გააძევა ძმამ - ქაიხოსრო III გურიელმა, თუმცა ოსმალთა დახმარებით ტახტი მალევე დაიბრუნა; იმავე წელს(1717) ბეჟან დადიანმა გააძევა სამთავროდან; ამჯერადაც მაშინვე შეძლო ძალაუფლების აღდგენა; გიორგი IV გურიელს ახლო კავშირი ჰქონდა ვახტანგ IV-თან და მისი შემწეობით ცდილობდა ოსმალთა მიერ მიტაცებული ბათუმ-ჩაქვის მხარეთა დაბრუნებას; მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა; 1723 წელს ოსმალებმა დაიკავეს ციხისძირის, ქობულეთის, შეკვეთილის, სეფისა და გრიგოლეთის ციხეები და გურია ზღვას მოსწყვიტეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |