The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ თავართქილაძე

ანზორ თავართქილაძე
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1948  (75 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძირკვაძეები, ხულოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმია-ნიადაგთმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს; 1989 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტული სკოლა. 

1967 წლიდან მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სისტემაში, ჟურნალისტიკის სფეროში, ხელმძღვანელობდა  ხულოს რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციას; იყო პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი; პარტიის ხულოს რაიკომის მეორე მდივანი, ამავე რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდან სამეცნიერო მივლინებით და საზოგადოებრივი დავალებით იმყოფებოდა უცხოეთში; 1993 წელს მისი ინიციატივით ქ. სტამბოლში (თურქეთი) დაარსდა ერთ-ერთი პირველი ქართული საზოგადოება; 1996-1998წწ. ფონდ "დემოკრატია და აღორძინების" მთავარი კორდინატორი თურქეთის რესპუბლიკაში. აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ეკოლოგიის სფეროებს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალმთიანი აჭარის ნიადაგები, მათი გენეზისი და სოფლის მეურნეობაში გამოყენების თავისებურებანი", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის ნიადაგები, მათი რაციონალური გამოყენებისა და დაცვის პრობლემები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.130-131

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თურქეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანადგომის ფონდი, საპატიო პრეზიდენტი (1996-)
  • საერთაშორისო ფონდი "მშვიდობა და დემოკრატია", თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისია, წევრი
  • საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: