Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ თავართქილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძირკვაძეები, ხულოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმია-ნიადაგთმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს; ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა 1977 წელს; 1989 წელს დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტული სკოლა. 1967 წლიდან მოღვაწეობდა სოფლის მეურნეობის სისტემაში, ჟურნალისტიკის სფეროში, ხელმძღვანელობდა ხულოს რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციას; იყო პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის პასუხისმგებელი მუშაკი; პარტიის ხულოს რაიკომის მეორე მდივანი, ამავე რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდან სამეცნიერო მივლინებით და საზოგადოებრივი დავალებით იმყოფებოდა უცხოეთში; 1993 წელს მისი ინიციატივით ქ. სტამბოლში (თურქეთი) დაარსდა ერთ-ერთი პირველი ქართული საზოგადოება; 1996-1998წწ. ფონდ "დემოკრატია და აღორძინების" მთავარი კორდინატორი თურქეთის რესპუბლიკაში. აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება სოფლის მეურნეობის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ეკონომიკის, ეკოლოგიის სფეროებს. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მაღალმთიანი აჭარის ნიადაგები, მათი გენეზისი და სოფლის მეურნეობაში გამოყენების თავისებურებანი", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აჭარის ნიადაგები, მათი რაციონალური გამოყენებისა და დაცვის პრობლემები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.130-131 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |