The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი V გურიელი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

გურიის მთავარი 1756-1758წწ., 1765-1771წწ. და 1776-1788წწ., გიორგი IV გურიელის ძე; მთავრობა ოსმალთა შემწეობით მიიღო, რუსეთ-ოსმალეთის ომის(1768-1774) დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია დაიკავა; 1771 წლის 3 იანვარს ფოთთან ოსმალთა დამარცხების შემდეგ ჩაება მათ წინააღმდეგ ბრძოლაში, იმავე წლის იანვარში სოლომონ I-მა გურიაში ილაშქრა, გიორგი V გურიელი გადააყენა და გურიელად კვლავ მამია IV დასვა; რთული სგარეო ვითარების გამო გიორგი V გურიელი იძულებული იყო ორმაგი პოლიტიკა ეწარმოებინა; კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ოსმალეთთან, ისე იმერეთის სამეფოსა და რუსეთთან; 1784 წლის მარტში ბათუმისკენ სალაშქროდ მიმავალ სოლომონ I-ს თან ახლდა გურიის ლაშქარი; ამ ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრომ საბოლოოდ დაკარგა ქობულეთის მხარე; გიორგი V გურიელი ცდილობდა რუსეთთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ; 1788 წელს ღრმად მოხუცი გიორგი V გურიელი შინაური არეულობის გამო იძულებული გახდა გურიელობა უფროსი ვაჟისთვის სიმონისთვის დაეთმო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


გააზიარე: