The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი I დადიანი

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:1323
კატეგორია:დიდგვაროვანი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

ოდიშის(სამეგრელოს) ერისთავი, ბედან დადიანის ძე; პირველად 1293 წელს იხსენიება ოდიშის ერისთავად, თუმცა როდის მიიღო ეს ტიტული უცნობია; იგი აქტიურად მონაწილეობდა შინაფეოდალურ ომებში, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაიწყო დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ; გიორგი I დადიანის დროს ოდიშის საერისთაოში აიოგო ხობის ტაძარი; იგი ეკლესიით ხელში გამოსახულია ამ ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შესაბამისი წარწერით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი I დადიანი ატარებდა მანდატურთუხუცესის ტიტულს; მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ორ აღაპში; გიორგი I დადიანმა ოდიშის საერისთავოს ცხუმის საერისთავო მიუერთა და ოდიშის საერისთავოს დასავლეთ საზღვარი მდინარე კოდორიდან ანაკოფიის წყლამდე(დღევანდელი მდ. ფსირცხა) გადაიტანა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.27


გააზიარე: